მასშტაბური კიბერთავდასხმა.
საქართველოში მოქმედი ათეულობით კერძო კომპანია ჰაკერული შეტევის სამიზნე გახდა. საუბარია რენსომვეარის სახელით ცნობილ დანაშაულზე, რომელიც სერვერების გატეხვას და ბლოკის მოხსნის სანაცვლოდ კრიპტოვალუტის გამოძალვას გულისხმობს. საქმიანობის პარალიზების თავიდან ასაცილებლად თავდასხმის ობიექტთა დიდ ნაწილს დანაშაულებრივი სქემის მონაწილეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუხდა. ჰაკერული თავდასხმები უკვე გახდა გამოძიების საგანი, თუმცა დამნაშავეთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. ცალკე გამოწვევაა ის გარემოება, რომ კიბერშეტევის მსხვერპლთა ნაწილი გამოძიებას საერთოდ არ მიმართავს, რის გამოც მსგავსი ჰაკერული თავდასხმების რიცხვი შესაძლოა ოფიციალურ სტატისტიკაზე გაცილებით მეტი იყოს.