ერთიანობის დღე უკრაინაში

უკრაინელები მზად არიან, ერთად გაუმკლავდნენ ყველა საფრთხეს – ასეთია მთავარი გზავნილი, რომელიც დღეს კიევიდან ისმის. 16 თებერვალს, როდესაც დასავლური დაზვერვა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ვარაუდობდა, უკრაინა ერთიანობის დღეს აღნიშნავს.

ცოტა ხნის წინ „ტვიტერით“ გაავრცელა განცხადება დიმიტრო კულებამ, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე კიბერთავდასხმა გრძელდება.

კიევში ჩვენი გადამღები ჯგუფი – ლევან ახალაია, ირაკლი გედენიძე და გიორგი კიკნაძე მუშაობენ.