ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია ქართულ ბაზარზე.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში აზბესტის შემცველი დიდი რაოდენობით პროდუქტები ისევ შემოდის. მათ შორისაა სამშენებლო მასალები, ავტომობილების სამუხრუჭე ხუნდები და ტანსცმელიც კი. საგანგაშო ტენდენციის ფონზე სპეციალური კვლევის ჩატარება იგეგმება, რათა დადგინდეს, რამდენად მაღალია აზბესტით გარემოს დაბინძურების მასშტაბი. გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე ფიქრობენ პარლამენტშიც.