წყლის მილების ექსპერტიზა 

არის თუ არა თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, – თემა სოციალურ ქსელში გარემოსდაცვითი მოძრაობის ხელმძღვანელის, ნატა ფერაძის განცხადებამ გახადა აქტუალური.

ნატა ფერაძის ვარაუდით, თბილისის ზღვაზე გაყვანილი მილი, საიდანაც დედაქალაქი წყლით მარაგდება, აზბესტისაა. საუბარია ჯანმრთელობისთვის საშიშ მინერალზე, რომელსაც წლების წინ სამშენებლო სამუშაოების დროს, ასევე წყლის მილებშიც იყენებდნენ. ერთ-ერთი ასეთი მილი დღემდეა შემორჩენილი თელავში, თუმცა მას სასმელ ან სარწყავ წყლად დიდი ხანია, აღარ მოიხმარენ.

ბრალდების შემდეგ „ჯივიპიმ“ სპეციალური კვლევა დაუკვეთა, რომლის შედეგებს გენო ოსიყმაშვილი გაგვაცნობს.