ჰაერის ხარისხზე ჩატარებული ახალი კვლევა.
მონიტორინგმა კიდევ ერთი პრობლემის სიმწვავე გამოავლინა. ატმოსფერული ჰაერის გარდა გამოწვევა ხდება ცალკეულ შენობებში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი. საუბარია ისეთ სახლებსა თუ ოფისებზე, სადაც თამბაქოს აქტიურად მოიხმარენ. გარკვეულ შემთხვევებში ჰაერს მნიშვნელოვნად აბინძურებს გამოყენებული კონკრეტული სამშენებლო მასალები. აქცენტი საიზოლაციო მასალებზე კეთდება. საკანონმდებლო რეგულაციების მიუხედავად, მძიმეა ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებული ბოლო მონაცემებიც. ექსპერტები თბილისში და თბილისს გარეთ იმ ადგილებს მიუთითებენ, სადაც ჰაერის დაბინძურების მხრივ ყველაზე მძიმე ვითარებაა.