ჰააგაში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა ეკოაქტივისტების წინააღმდეგ, რომლებსაც ავტომაგისტრალი ჰქონდათ დაკავებული. გარემოს დამცველი აქტივისტები საგადასახადო წესებს აპროტესტებენ, რომლებიც მათი მტკიცებით, ახალისებს წიაღისეული საწვავის გამოყენებას. ეკოაქტივისტების დემონსტრაციის პარალელურად, ჰააგაში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ათასობით ფერმერმა გამართა. ისინი ხელისუფლების მიერ აზოტის გამოყენების შეზღუდვის გეგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათი თქმით, ინიციატივა დააზარალებს მრავალ ფერმას და საკვები პროდუქტების წარმოებას.