სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.
დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი. პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო. საგზაო სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა.