გზებზე ავტომობილების შემოწმების პირველი შედეგები

გამონაბოლქვზე კონტროლის გამკაცრების შედეგად ჯარიმების რაოდენობამ მკვეთრად იმატა.

4 სექტემბრიდან, ანუ ახალი რეგულაციის ამოქმედებიდან დღემდე 3 000-ზე მეტი მძღოლი დააჯარიმეს. საუბარია ოთხ დიდ ქალაქში მოძრავ იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილების დროს ვიზუალურად შესამჩნევ გამონაბოლქვს გამოყოფენ. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაწესებული ჯარიმები სოლიდურია. კანონის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სტატისტიკამ აჩვენა, რომ, მანქანების ტექნიკური დათვალიერების მიუხედავად, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები ნორმას რამდენჯერმე აჭარბებს.