რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილებისთვის.
ონის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გადაადგილდნენ ზამთრის საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე მოძრაობისას.