გზა კანდიდატობიდან წევრობამდე

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა – ეს ის პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმაა, სადაც კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის კრიტერიუმებთან დაახლოებას ცდილობენ. ამ დროისთვის კანდიდატის სტატუსი ძირითადად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთს აქვთ მინიჭებული. ევროკავშირთან თანამშრომლობის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნების უმრავლესობას განაცხადის წარდგენის შემდეგ, სტატუსის მისაღებად რამდენიმე წელი დასჭირდა.

ბრიუსელი სტატუსის მიღებისთვის პირობებს აყენებს, თუმცა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მაგალითიდან ჩანს, რომ ინტეგრაციის პროცესში კანდიდატებს ევროკავშირისგან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება ეძლევათ, რაც რეფორმების გასატარებლად არის გათვალისწინებული.

თემაზე გივი ბარამიძე მუშაობდა.