GWP-იმ კიდევ ერთი სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის კიდევ ერთი სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. კომპანიამ, საბურთალოს რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა.

აღნიშნული პროექტის ჯამური ინვესტიცია  250 000 ლარზე მეტს შეადგენს. ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს კომპანია დღეს განახორციელებს.