ეკრანებზე მალე ახალი ქართული ფილმი გამოვა.
გია ბარაბაძის „გვიანი შემოდგომის“ პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი ქვეყნის უახლოეს წარსულზეა. მოქმედება 90-იან წლებში ვითარდება.
ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრე ორ მეგობარზე გვიამბობს, რომელთა ჩანაფიქრიც, ტრაგიკულად მთავრდება.
გვიანი შემოდგომა პირველი არხის თანადაფინანსებით შექმნილი ფილმებიდან ერთ-ერთია რომელიც, „ოქროს პრომეთესთვის“ იბრძოლებს.