ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში ექსპოზიცია სახელწოდებით „გვახსოვს“ გაიხსნა.
გამოფენა აფხაზეთის ომში ამერიკელი ფოტოკორესპონდენტების, ლინტონ მალკოლმისა და ჯონ ჯონსის გადაღებულ 112 ფოტოს მოიცავს.
ექსპოზიცია საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფის „აფხაზეთი“ ორგანიზებით ჩატარდა. გამოფენა ხვალიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ფოიეში სამი დღით გადაინაცვლებს.
ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებელს 30 სექტემბრამდე შეეძლება.