ძლიერი წვიმის შედეგად, გურჯაანში, ფალიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გურჯაანის მაშველები და მოსახლეობას წყლის ამოტუმბვაში ეხმარებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უხვი ნალექი სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა და სახლები ამის გამო დაიტბორა.