სტიქია გურიაში

ორი დაღუპული, ადიდებული მდინარეები და დამეწყრილი სოფლები – გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებით გურიის რეგიონი დააზარალა. რთული ვითარებაა სოფელ ჯიხანჯირში, სადაც მეწყერში მოყოლილ კიდევ ერთ ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის ზონაში მუშაობს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფიც. განვითარებულ პროცესებს სპეციალისტები ადგილზე აფასებენ.

გურიაში იმყოფებიან ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის შს მინისტრის მოადგილე – სტიქიის ზონაში მუშაობს „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფიც – ადგილიდან ახლა ბოლო ინფორმაციას თეა აბსარიძე მოგვაწვდის.