გურჯაანის ღვინის ფესტივალი

გურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. რვაწლიანი ისტორია გრძელდება – წელს ფესტივალი 424 მონაწილესა და 30 000-ზე მეტ სტუმარს გააერთიანებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში. ასევე მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები და გასართობი აქტივობები. ახტალის პარკში ათზე მეტი სივრცეა მოწყობილი.

გურჯაანში იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი და პირდაპირ ეთერში საუბარს ახლა კესო ქაფიანიძე განაგრძობს.