ხანძარი იყო გურიის რეგიონში – ჩოხატაურში ტყის ფერდობზე. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ცეცხლის კერა ლიკვიდირებულია. ცეცხლი მუნიციპალიტეტში, თხილაგანის ტყეში გაჩნდა. სამაშველო ტექნიკამ ადგილზე მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ხანძარს ცოცხალი ძალებით რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა.