შს მინისტრის სამძიმარი

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მეხანძრე-მაშველი ბათუმში საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს. 25 წლის თორნიკე კიპაროიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხანძრის ქრობის დროს ტრაგიკულად დაიღუპა, სამხედრო პატივით დაიკრძალა. საპატიო ყარაულმა მის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო. გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პირადად მიუსამძიმრეს.

თორნიკე კიპაროიძე 11 თებერვალს გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. მედიკოსების ჩარევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მოამბე

დატოვე კომენტარი