ტყის ხანძრები რეგიონებში

ხანძარი იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ხანძარი მაღალი ძაბვის ქვესადგურის უშუალო სიახლოვეს გაჩნდა. ცეცხლი ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო ტექნიკა და 50 მეხანძრე-მაშველი. სულ ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის ოთხი აქტიური კერაა: მუჟავაში, ფახულანში, სქურსა და მედანში. ცეცხლი უკიდია მთის ფერდობებზე ტყის ქვედა ფენას და ეკალბარდებს.

დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც. სამაშველო ჯგუფი ონში, სოფელ ონჭევისა და წოლას  მიმდებარედ  მუშაობს. სამუშაოები გრძელდება ონში, სოფელ საკაოში, ცაგერში, სოფელ ჩქუმში, ლაილაშსა და ზარაგულაში. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ხუთივე კერაზე იწვის ტყის ქვედა საფარი, ტყის მასივს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სიტუაცია კონტროლს  ექვემდებარება. მეხანძრე-მაშველები სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში.