გურანდა გაბუნიას მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. მსახიობი 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა, სადაც სამძიმარი ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, დედაქალაქს მერმა და მთავრობის წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს.
გურანდა გაბუნიას მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1997 წელს იყო ფოთის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.