მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.
მარჯანიშვილის თეატრში მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მსახიობის კოლეგებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა.
გურანდა გაბუნია იყო მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრების მსახიობი. შესრულებული აქვს 20-მდე კინოროლი. ის მძიმე ავადმყოფობის შედეგად 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.