სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პერიმეტრი გაიზარდა. ბოძების მონტაჟისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ოკუპანტები ახალ ტერიტორიაზე განაგრძობენ. რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან, დილიდან, გარკვეული პერიოდულობით, რამდენჯერმე გამოჩნდნენ, თუმცა სამუშაოები უშუალოდ იმ ადგილას, სადაც ბოლო დღეებში ბოძები დაამონტაჟეს, არ განუახლებიათ.
გურამ როგავა ბოლო ინფორმაციით.