განახლებული ტრასებითა და ახალი საბაგიროებით, გუდაური ტურისტებს ელოდება. კურორტზე სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. უსაფრთხოებას კი ადგილზე მაშველები და მოთხილამურე პატრულები უზრუნველყოფენ.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. მამუკა ბახტაძე პირადად გაეცნო იმ სიახლეებს, რასაც კურორტი დამსვენებელს ახალ სეზონზე ჰპირდება.
ნათია ქენქაძე დეტალებით გუდაურიდან.