გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული რუსეთის მოქალაქე ღუდუშაურის სახელობის კლინიკას დღეს დატოვებს. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ პაციენტს, ისინი მკურნალობას კვლავ განაგრძობენ.
ერთ-ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მედი ქლაბში განაგრძობს მკურნალობას შვედეთის მოქალაქე.
ექიმების განცხადებით, მას უახლოეს მომავალში გაწერენ.