საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი

ქართველი ექიმი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში აღმოჩნდა.

ვაჟა გაფრინდაშვილს დღეს არაღიარებულმა სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. კლინიკა „მედი ქლაბის” ტრავმატოლოგ-ორთოპედი ამ დროისთვის ცხინვალის ე. წ. იზოლატორშია გადაყვანილი. დე-ფაქტო რეჟიმი მას ე. წ. საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავება. ფაქტის შესახებ ინფორმირებულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები. ოჯახს ამ წუთამდე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რა ვითარებაში დააკავეს მედიკოსები საოკუპაციო ძალებმა. ბოლოს ოჯახის წევრებს გაფრინდაშვილთან კომუნიკაცია 9 ნოემბერს ჰქონდათ. ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს მედიკოსთა საზოგადოება, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.