გუდაურსა და ბაკურიანში თოვლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

დღეს გუდაურსა და ბაკურიანში თოვლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

უკვე მერვე წელია, საქართველო მსოფლიოს ცნობილ სათხილამურო კურორტებს უერთდება და ამ დღეს ქვეყნის ორ მთავარ სამთო კურორტზე აღნიშნავს.

გუდაურში, გონდოლების მოედანზე თოვლის მოყვარულები 12 საათიდან შეიკრიბნენ. ჩასულმა სტუმრებმა თხილამურებით და სნოუბორდებით სახალისო შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა. აქვე მოწყობილი იყო ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობაც.

ღონისძიებას ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების სააგენტოს, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და სპორტსმენები დაესწრნენ.