ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა. ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწის ჩამოშლის ფაქტები, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივებსა და ტრანსპორტის გადაადგილებას. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოაწყო. ახლად მოწყობილი კედლის მიმდებარედ, ვაკის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოებიც შეასრულა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო.