H1N1 ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა.
სამეგრელოში 41 წლის მამაკაცი ვირუსის გართულებით დაიღუპა. მედიკოსების თქმით, ფატალური შედეგი დაგვიანებულმა მიმართვამ გამოიწვია. გარდაცვლილმა ვირუსით დასნებოვნებიდან მე-6 დღეს მიმართა კლინიკას.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ბოლო მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე გრიპის ვირუსით ავადობა 253-ია, რომლის უმეტესობა ე.წ ღორის გრიპია. ამ ვირუსით ქვეყნის მასშტაბით უკვე 18 ადამიანი გარდაიცვალა.