საქართველოში გავრცელებული H1N1 ვირუსის გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადებში გამოძახებების მაჩვენებელი პიკს აღწევს. მარტო თბილისში დღეში საშუალოდ 2 000 გამოძახება ფიქსირდება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდემიის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს.
ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ სწორედ გრიპის ვირუსმა იმსხვერპლა ბათუმში მცხოვრები 53 წლის ქალი.
ახლა სპეციალისტებმა უნდა გამოიკვლიონ, რომელი ტიპის ვირუსი გახდა ლეტალური შემთხვევის მიზეზი.
ექიმები მოსახლეობას პირველი სიმპტომისთანავე საავადმყოფოში მისვლას ურჩევენ.