გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა

გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. უახლესი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 256 ადამიანია დაინფიცირებული. წინა კვირაში ეს მონაცემი 277-ს შეადგენდა.

ვირუსის სიმპტომების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებებმა იმატა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ამბულატორიული დაწესებულებების ნაწილი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაეყვანა.

ხუთი ობიექტი – „მედკაპიტალი-გლდანი“, „მედკაპიტალი-საბურთალო“, „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“, „მედსი“ და „მედკაპიტალი-სამგორი“ დღეს 10 საათიდან 22 საათამდე, ხვალიდან კი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ.