გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი

H1N1- მა უკვე 17 ადამიანი იმსხვერპლა.

ლაბორატორიულად დღეს დადასტურდა, რომ სწორედ გრიპის ვირუსი გახდა 48 წლის მამაკაცის და 10 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.

ორივე შემთხვევაში ვირუსი სხვა დაავადების ფონზე მიმდინარეობდა. წინა კვირის მსგავსად, H1N1-ით ინფიცირების კლების ტენდენცია ამ კვირაშიც გრძელდება, თუმცა საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 46 ადამიანი, რომლებსაც ვირუსი გაურთულდათ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრს ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა დაავადების მეორე ტალღის შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პრევენციული ზომები უკვე მიღებულია.