H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ცხრამდეა გაზრდილი. ლაბორატორიული კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, გახდა თუ არა გრიპის იგივე ვირუსი ფოთსა და თბილისში ორი ახალგაზრდა ქალის და ერთი მამაკაცის დაღუპვის მიზეზი. თუმცა, კლინიკური ნიშნების მიხედვით, ექიმები სამივე შემთხვევაში გრიპს ვარაუდობენ.
ბოლო მონაცემებით, 100 000 მოქალაქეზე ავადობის მაჩვენებელი 277-დან 256-მდეა შემცირებული, თუმცა კლინიკებში გაზრდილი მიმართვიანობის გამო, დღეიდან პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
კარანტინი ამ დრომდე ნარჩუნდება საავადმყოფოების ნაწილშიც. ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სკოლებში სწავლის დაწყების გადადების საფუძველს ვერ ხედავს.