გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადების ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 51 პაციენტი მკურნალობს, – ამის შესახებ პირველ არხს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა.
სულხან ორჟონიას თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 51 პაციენტიდან 19 მცირეწლოვანია, მათგან ორი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.