გრიპის ვირუსი სამეგრელოში

15:03, 11.01.2019

გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადების ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 51 პაციენტი მკურნალობს, – ამის შესახებ პირველ არხს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა.

სულხან ორჟონიას თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.  51 პაციენტიდან 19 მცირეწლოვანია, მათგან ორი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

მსგავსი