როგორი იქნება ვირუსების გავრცელების მხრივ წლევანდელი ზამთარი? ეპიდემიოლოგები სეზონური ვირუსების გავრცელებას ნოემბრიდან ელოდებიან, ავადობისგან თავის დაცვის მთავარ საშუალებად კი ვაქცინაციას ასახელებენ. უკვე შეკვეთილია ოთხკომპონენტიანი ვაქცინები, რომლებიც გეგმის მიხედვით, საქართველოში ოქტომბრის პირველ ნახევარში გამოიგზავნება, ვაქცინაციის დაწყება კი მომდევნო თვის მეორე ნახევრიდან იგეგმება. რისკ-ჯგუფებისთვის აცრა უფასო იქნება.