გრიპის ვაქცინა დღეიდან ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია. თუ მანამდე პრეპარატი რისკ-ჯგუფებისთვის იყო გათვალისწინებული, ახლა ვაქცინაციის უფასოდ ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ეს არის ჰოლანდიური წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც აცრილებს A და B ტიპის გრიპის ვირუსის ოთხი შტამით ინფიცირებისგან და გართულებისგან იცავს. ეპიდემიოლოგები სეზონური ვირუსების ცირკულაციის დაწყებას ნოემბრის შუა რიცხვებიდან პროგნოზირებენ.