ივანე ჩხაიძის განცხადება

16:00, 23.09.2022

„სექტემბრის თვის ბოლო და ოქტომბრის დასაწყისი არის იდეალური პერიოდი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად“ – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა. ივანე ჩხაიძის თქმით, ახლა ქვეყანაში გრიპის ვაქცინის ორასი ათასი დოზაა შემოტანილი, რომელიც უფასო და ხელმისაწვდომია რისკ-ჯგუფებისა და კონკრეტული პროფესიის ადამიანებისთვის. მან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მსგავსი