გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

დღეიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

ქვეყანაში ჰოლანდიური კომპანიის მიერ წარმოებული ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 200 000 დოზაა შემოტანილი. რისკ-ჯგუფებისთვის აცრა უფასო იქნება. ორი კვირის შემდეგ კი სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა. ექიმები ვირუსის გავრცელებას ნოემბრიდან ელოდებიან და მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.