სეზონური ვირუსების გააქტიურების პარალელურად, საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 200 ათასი დოზა ჰოლანდიური 4-კომპონენტიტიანი ვაქცინა ჯანდაცვის სამინისტრომ შეიძინა. პრეპარატით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია, პირველ ეტაპზე რისკ-ჯგუფები აიცრებიან. მათ შორის სხვადასხვა დაავადებების მქონე, სამოც წელს გადაცილებული ნებისმიერი მოქალაქე, ასევე მასწავლებლები და სხვები. ამ შემთხვევაში აცრა უფასოა, თუმცა პარალელურად დაწყებულია ფასიანი ვაქცინაცია. მედიკოსები ვირუსების კიდევ უფრო გააქტიურებას ნოემბრიდან პროგნოზირებენ და მოსახლეობას, განსაკუთრებით კი რისკ-ჯგუფებს, ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.