გრიპის სეზონურ ვირუსებზე უფასო ვაქცინაცია დაიწყო.
ქვეყანაში ჰოლანდიური ოთხკომპონენტიანი ვაქცინების საკმარისი მარაგია. რისკ-ჯგუფების გარდა ნებისმიერი მოქალაქისთვის იმუნიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 ნოემბრის ჩათვლით უფასო იქნება. მიმართვის მაჩვენებელი ექიმებისთვის ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებით პენსიონრები აქტიურობენ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ორსულებშია. წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში სეზონური ვირუსების ცირკულაცია მოსალოდნელზე ადრე დაიწყო. სპეციალისტები პიკს ნოემბერში პროგნოზირებენ.