გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა ქუთაისელებთან

ქუთაისში ამომრჩევლებს შეხვდა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი.

გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი პროგრამის პრიორიტეტები და გამარჯვების შემთხვევაში არსებული გეგმები ქუთაისის სპორტის სასახლეში შეკრებილ მხარდამჭერებს გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატმა ისაუბრა პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებაც და განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში უნდა დარჩეს.