გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და გაერთიანების სხვა ლიდერებმა შეხვედრები გურიაში დაიწყეს. დღეს ისინი ჩოხატაურის აგრარულ ბაზარში ადგილობრივ გლეხებს გაესაუბრნენ. საუბარი შეეხო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას და არსებულ პრობლემებს.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და სახელმწიფო პროგრამები იქნება, რომელიც მსგავსი პრობლემების პრევენციას მოახდენს.