მევენახეებს მეწარმეობის გაფართოების შანსი კიდევ ერთხელ უჩნდებათ.
მევანახეობის კოოპერატივების განვითარების სახელმწიფო პროგრამა იწყება. დაინტერესებულ პირებს სახელმწიფოსგან გრანტის სახით თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა გადაეცემათ. თუმცა ამისთვის კოოპერატივებს რამდენიმე მოთხოვნის შესრულება მოუწევთ.
დაფინანსების მიღების შემდეგ, პროგრამის მონაწილე ვალდებულია, 5 წლის განმავლობაში საწარმოს შენობა-ნაგებობა და მიღებული აღჭურვილობა არ გაასხვისოს. ამ დროისთვის მევენახეობის მიმართულების 80-მდე კოოპერატივია რეგისტრირებული, მათ შორის სამს შარშან მილიონ 200 ათასი ლარის ღირებულების აღჭურვილობა გადაეცა.