სიახლეები პროფესიულ განათლებაში

ცვლილებებია პროფესიული განათლების სისტემაში. სახელმწიფო დაფინანსებას შემოდგომიდან კერძო პროფსასწავლებლებიც მიიღებენ. სტუდენტები გრანტს სპეციალური ვაუჩერებით მოიპოვებენ, თუმცა სანაცვლოდ ვალდებული იქნებიან, რომ ნოემბერში ეროვნული საგამოცდო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება გაიარონ.

იცვლება სასწავლებლებში დასაქმებული პედაგოგების დაფინანსების სქემაც. სკოლების მსგავსად, ანაზღაურება კოლეჯების მასწავლებლების სტატუსზე იქნება დამოკიდებული. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე პროფესიულ კოლეჯებში სწავლის მსურველთა რაოდენობა სულ უფრო მზარდია.

 

დატოვე კომენტარი