გოვენ ჭეიშვილის გახსენება

ფილმ „რეკორდში“ შესრულებული საეტაპო როლი და „ხუტა უფროსის“ პერსონაჟი, რომელმაც მსახიობს საყოველთაო პოპულარულობა მოუტანა.

80 წლის ასაკში გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა. „რეკორდი“, „ნეილონის ნაძვის ხე“, “კუჩხი ბედინერი“, – ამ და სხვა ფილმებში მსახიობმა დაუვიწყარი სახეები შექმნა, პარალელურად მოღვაწეობდა თეატრში, მღეროდა და წერდა ლექსებს.

ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტის კინო-კარიერა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. გოვენ ჭეიშვილმა საზოგადოებას თავი გამორჩეული და სახასიათო როლებით დაამახსოვრა.

საქართველოს დამსახურებული არტისტი დღეს ქუთაისში დაკრძალეს.