გორში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები სხვადასხვა მიზეზის გამო საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ და ახლა ხელისუფლების დახმარებისა და განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის იმედად არიან, რომელის განხორციელებაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო. მოხდება თუ არა ახლად ამოქმედებული სახელმწიფო პროგრამის საშუალებით მათი დაკმაყოფილება ჯერ-ჯერობით უცნობია.
რა პირობებში უწევთ ცხოვრება უსახლკაროდ დარჩენილ მრავალშვილიან ოჯახებს, ნახეთ ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟში.