გორში 48 წლის მამაკაცი გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულების ფონზე, მძიმე პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა.
ექიმების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი H1N1-ის ვირუსია, თუმცა მედიკოსები ახლა ლაბორატორიულ კვლევების შედეგებს ელოდებიან.
საერთო ჯამში, რეგიონში გრიპით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია.