გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღეს კვლავ ვიდეო-აუდიო მასალებზე იმსჯელებენ. წინა პროცესებზე უკვე გამოიკვლიეს რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟის ბორტის ვიდეოკადრები და სამხრე კამერების აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ავარიამდე და ავარიის შემდეგ ვითარებას ასახავდა.

მასალების შესწავლის დასრულების შემდეგ, კვლავ მოწმეთა დაკითხვა განახლდება. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ეს ვიდეომასალები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობას ადასტურებენ.