შვიდი თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

შვიდი თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა.

​პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურატურის პოზიცია გაიზიარა დაცვის მხარემ და ადვოკატი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დათანხმდა.

სოფელ აღაიანში შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დედა 22 მაისს დააკავეს.