გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. რეკრეაციული სივრცე 12 ჰექტარზეა გაშენებული. შეიქმნა ახალი სივრცეები, რომელიც კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხელოვნურ ტბასა და ორ შადრევანს, შენობა-ნაგებობებსა და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტ-პარკი და საბავშვო ატრაქციონები. დაირგო ახალი ხე-მცენარეები. თანამედროვე პარკების მსგავსად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე.
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.